მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვში, საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Published on

მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის რიას და Tjournal-ის ჟურნალისტები და მუნიციპალიტეტის დეპუტატი შვილთან ერთად.

TV Rain-ის ინფოrმაციით, შეკრებილები ხელმოწერებს აგროვებდნენ მოთხოვნით, ანულირებულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუნულდა და მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს იგი ისევ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად შეუძლიაისევ პრეზიდეტი გახდეს. რუსეთის კონსტიტუციაში ეს ცვლილებები თავად პუტინის ინიციატივით შევიდა.

ხელმოწერების შეგროვება აქციაში გადაიზარდა. მონაწილეთა ინფორმაციით, თავიდანვე საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მერიამ თანხმობა არ გასცა. სწორედ ამ მიზეზით, როცა აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...