მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა -ოპოზიცია შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტზე,...

ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა -ოპოზიცია შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტზე, რომელსაც დღეს უნდა უყარონ კენჭი

Published on

დღეს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტსუნდა უყარო კენჭი ამ დროისთვის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე, შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეუძლია.ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა. დღვანდელ განხილვას ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრებიან.

 ხელისუფლებას არ ანაღვლებს ადამიანების ჯანმრთელობა” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე 1 იანვრამდე გახანგრძლივებას.  

“ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვები გამოიყენონ არჩევნებისთვის, გამოიყენონ ადამიანების და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, გამოიყენონ სამოქალაქო აქტივისტებისა და ზოგადად აქტივიზმის წინააღმდეგ”. – ამბობს ხატია დეკანოიძე . 

ვროპული საქართველოს დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე 1 იანვრამდე გახანგრძლივება “ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლაა”. . 

“ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა. ეს არის ანტიკონსტიტუციური და რაც ყველაზე მთავარია, მათ არ უნდათ, რომ მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ პარლამენტის გვერდით ავლით აკეთონ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს მოესურვება”. – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...