მთავარისიახლეებიექსკლუზივიბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული ვიზიტი ანაკლია-განმუხურში

ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებული ვიზიტი ანაკლია-განმუხურში

Published on

ბიძინა ივანიშვილი დღეს ანაკლია-განმუხურში იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის კოორდინატორი დავით კოდუა იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმუხურიდან ანაკლიაში ფეხით, ხიდის საშუალებით გადავიდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა არსებული ინფორმაციით, განმუხურის აკვაპარკი დაათვალიერა. ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რატომ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი ანაკლია-განმუხურში. ივანიშვილის მოულოდნელი ვიზიტი ჟურნალისტებისთვის გასაიდუმლოებული იყო. ტელეკომპანია ოდიშის გადამღები ჯგუფის დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავაფიქსირეთ მისი ვიზიტი ანაკლიაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მმართვის კოორდინატორს დავუკავშირდით. სატელეფონო საუბარში დავით კოდუა არც ადასტურებს და არც უარყოფს ყოფილი პრემიერის მოულოდნელ ვიზიტს სამეგრელოში. კითვაზე შეხვდა თუ არა ივანიშვილი გუბერნიის მაღალჩინოსნებს,  დავით კოდუამ გვიპასუხა, რომ „ამაზე ის პასუხს ვერ გაგვცემს“, თუმცა ადასტურებს, რომ ის ანაკლიაში დღეს იმყოფებოდა აკვაპარკის თემასთან დაკავშირებით, თუმცა აკვაპარკში ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია. დავით კოდუას განცხადებით, ანაკლიაში ის სულ სხვა საქმეებთან დაკავშირებით იმყოფებოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია“.
ODISHINEWS ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რას უკავშირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი და დახურული ვიზიტი ანაკლია-განმუხურში. ამასთან, შევეცდებით დავუკავშირდეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და მისგან გავიგოთ დეტალები.

სიახლეები

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...