მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები

Published on

უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ბეტონის ღობე. დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.

ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას შეხვდნენ.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...