მთავარისიახლეებიპოლიტიკამღებრიშვილი ბათუმშია, პატიმრობიდან მისი ბრძანებით გათავისუფლებული აქციის მონაწილეები – სახლში

მღებრიშვილი ბათუმშია, პატიმრობიდან მისი ბრძანებით გათავისუფლებული აქციის მონაწილეები – სახლში

Published on

„სახლში მივდივარ. ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ახლა კარგად ვარ, ყველა გამოგვიშვეს,“ – აცხადებს ჯიმი ვარშანიძე, რომელიც აქციის დაწყებამდე დააჯარიმეს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვის დაჯარიმებასაც პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
 
ჯიმი ვარსანიძესთან ერთად გაათავისუფლეს  აქციის სხვა  5 მონაწილე, რომელიც   დღეს იქნა დაკავებული.  მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება შშ მინისტრმა მღებრიშვილმა მისივე თქმით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თხოვნით და სიტუაციის განმუხტვის მიზნით  მიიღო 
თუმცა  გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.
 
 შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ბათუმში იმყოფება. გიორგი მღებრიშვილი აჭარის პოლიციის მთავარი სამართველოს შენობაში სამართალდამცველებს ხვდება. 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...