მთავარისიახლეებიპოლიტიკაშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ დრომდე არ არის ჩასული ბათუმში

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ დრომდე არ არის ჩასული ბათუმში

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიამ დრომდე არ ჩასულა ბათუმში, სადაც თითქმის ათი საათის წინ დაწყებული საპროტესტო  სიტუაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.  იგი მხოლოდ ერთი საათის წინ, დიდი დაგვიანებით გამოჩნდა კამერების წინ და განაცხადა, რომ   ბათუმში მიემგზავრება. წასვლის ეინ მან მოკე კომენტარები გააკეთა ბათუმში მიმდინარე ექსცესებზე.
 
კომენტარებში მან აღნიშნა, რომ დაკავებული 6 მოქალაქე გაათავისუფლა.
 
„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გთხრათ, რომ ეს ადამიანების აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე  პროვოკაციული მოქმედება კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის.
 
„ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრი საჭიროების შემთხვევაში საკადრო გადაადგილებებსაც არ გამორიცხავს. 

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ზუგდიდში - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...