მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,მოსწონს ეს ვიღაცას, თუ არა მე ვიქნები თქვენთან...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მოსწონს ეს ვიღაცას, თუ არა მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე”

Published on

პრეზიდენტი სააკაშვილი კიევიდან ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვას არცელებს.

როდესაც საუბრობენ, რომ ბატონმა პრემიერმინისტრმა თქვა, ვიღაც გახარიამ, ბატონმა ბიძინამ, იმის ხსენებაც არ შეიძლება… მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელშიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ. 

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...