მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ალბათობით ყველა რეგიონში დააყენებს კანდიდატებს იშვიათი...

რომან გოცირიძე: “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ალბათობით ყველა რეგიონში დააყენებს კანდიდატებს იშვიათი გამონაკლისის გარდა”

Published on

დიდი ალბათობით, რეგიონებში, თუკი იშვიათი გამონაკლისი არ იქნა, “ნაციონალური მოძრაობა” ყველგან დააყენებს კანდიდატებს, – აგანაცხადა.ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, კონსულტაციები გრძელდება და მათი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა.

„იყო ისეთი შეთავაზებაც კი, რომ საერთო სიებიც კი ყოფილიყო, რასაც პარტიები არ გამოეხმაურნენ. ჩვენი მიზანია უფრო მეტი პარტიის გაერთიანება, ვიდრე “ძალა ერთობაშია”, მათ შორის ცალკეული ცნობილი და ავტორიტეტული პირების შემოერთება ამ დიდ კოალიციაში.

გაერთიანების მომხრე ვიყავით ყოველთვის, ეს დავამტკიცეთ მაშინაც, როცა თბილისში 8 ოლქიდან 6 დავუთმეთ ოპოზიციას და ბოლომდე ეს პროცესი არ არის მისული, ველოდებით და სამწუხაროდ, დრო იკარგება, როცა ორი ოლქი დღესაც არ არის შეთანხმებული. ამიტომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და დიდი ალბათობით , რეგიონებში თუკი იშვიათი გამონაკლისი არ იქნა, “ნაციონალური მოძრაობა” დააყენებს ყველგან კანდიდატებს,”- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...