მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივების ინფორმაციით, მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, მეზობლის ავტომობილი გაიტაცა...

ადგილობრივების ინფორმაციით, მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა

Published on

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობა წინასწარი მონაცემებით, ცივი იარაღით არის ჩადენილი – მოკლულებს ყელი აქვთ გამოჭრილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა. ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...