მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო ფართო კოალიციის შექმნას გეგმავს

ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო ფართო კოალიციის შექმნას გეგმავს

Published on

ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს ბევრად უფრო ფართო კოალიციაზე, ვიდრე არის „ძალა ერთობაშია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პარტიებთანაც.

„”ძალა ერთობაშიას“ შიგნით ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ ურთიერთობას ყველა პარტიასთან, ვინც მზად იქნება ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ასევე, არის სხვა პარტიებთანაც საუბარი და მოლაპარაკებები. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ფიქრობს დიდ ერთობაზე. ჩვენ რადგან გვინდოდა ფართო ერთიანობა, სიაც შევთავაზეთ კოლეგებს, მაგრამ სიაზე არ დაგვთანხმდნენ, მაგრამ ეს სულისკვეთება ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული და შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ თბილისში გვყოლოდა მაქსიმალურად ფართე წარმომადგენლობა და 8 ოლქიდან მხოლოდ 2 ოლქში დავასახელეთ ჩვენი კანდიდატურა. ეს ყველაფერი, დემონსტრირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ არამარტო „ძალა ერთობაშიას“ კოალიციის შიგნით, არამედ უფრო ფართე კოალიცია და ერთობა გაკეთდეს ყველა იმ ოპოზიციის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოს ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ისინი ელოდებიან პარტნიორი პარტიების მხრიდან იმ მანდატების დაკომპლექტებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათმო.

„ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იგივე „ძალა ერთობაშიას“ მიმართებაში, როგორ მივდივართ. სამწუხაროდ, „ძალა ერთობაშიას“ შიგნით მოხდა ერთი ორი ისეთი ფაქტი, რომელიც ნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის ფაქტობრივად იგნორირებას. ერთი ვგულისხმობ პრემიერობის კანდიდატობის დასახელებას ჩვენს ზურგს უკან და მეორეს, ასევე თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებას, ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ეს ჩვენთან პირად საუბრებშიც კი არ იყო, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც უნდა უბრალოდ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ხარვეზები ძალიან მკაფიოდ დავინახეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...