მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: ,,ამ ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია''

სალომე ზურაბიშვილი: ,,ამ ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია”

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია.

“მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია. პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაცია არის. მე მგონი, ძალიან კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, შიგნითაც ვიყავი და ვნახე ის ყველაფერი, რაც მომზადებულია, რომ მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის შემდგომი ცხოვრების საწყისი. მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც განაპირობებს ჩვენ ყველას და პირველ რიგში,მათ მომავალს, ასე რომ წარმატებები და წარმატებები მათ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...