მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში

Published on

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში. ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

“იმავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები.

მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში“. – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ “ეს გამორჩეული თაობაა”.

“მათ უკვე დაატკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად”. – თქვა განათლების მინისტრმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისამდე გასტანს. ამის შემდეგ, სტუდენტთა საგრანტო და ერთიანი სამაგისტრო გამოცდები დაიწყება. საგამოცდო პროცესი 5 აგვისტოს დასრულდება.თემები:

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...