მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის გასაჯაროებას ითხოვს

ადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის გასაჯაროებას ითხოვს

Published on

” მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, კითხვა იყო დასმული თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამდა, რომელზეც პასუხი გაეცა. ასევე დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ფანცულაიამ. მისივე თქმით, დაკითხვა, რომელიც 13 მარტს, 10:00 საათიდან გაგრძელდება საკმაოდ მოცულობითი იქნება და ვვარაუდობთ, რომ მთელი დღე გაგრძელდება. მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიების კითხვებს სრულად უპასუხებს. ”მამა გიორგი მამალაძემ პირველი დაკითხვის დროს უშუალოდ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე ისაუბრა და ყველა კითხვას გასცა პასუხი. დამატებითი კითხვები დარჩენილია ისეთ თემებზე, თუ რატომ აღმოჩნდა მამა გიორგი მამალაძე ამ მდგომარეობაში და რატომ დაუპირისპირდა მას სისტემა”, – განაცხადა ადვოკატმა. 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...