მთავარისიახლეებიპოლიტიკანურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. - პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის...

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. – პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პირად პოლიტიკურ დაცვაში ერთიანდებიან

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილს ეხმაურება. 

მალინი წერს, რომ საქართველოს “რუსული სკოლის ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, რომელმაც ფული 90-იანი წლების რუსეთში იშოვა. მალინის თანახმად ივანიშვლმა ძალაუფლება 2012 წელს მოიპოვა “იმ სახელმძღვანელოს მსგავსად, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის შესაფერხებლად.” 

“საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდში ქვეყნის დემოკრატიის პროცესში წინ გადადმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, – ამბობს გახარია. 

 ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ცდილობს მუდმივ სპეკულირებას – წარსულში ამბობდნენ, რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან.

„ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა. ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს , იგი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. განაცხადაარჩილ თალაკვაძემ .

ცნობისთვის, გამოცემა The Hill -ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი  არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...