მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის "სახალხო განხილვას" დღეს იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის “სახალხო განხილვას” დღეს იწყებს

Published on

 

 
დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს კონსტიტუციის "სახალხო განხილვა" იწყება. შეხვედრა 15 საათზე იწყება. შეხვედრას არ დაესწრებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების დეპუტატები.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, პრეზიდენტი უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და უპატივცემულობას გამოხატავს ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ამით პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს "უწესებს აკრძალვას საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს".საპარლამენტო უმცირესობის – მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წარმომდგენელი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ."მათ ამოძრავებთ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რაც მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან – ყველა თანამდებობის პირი ემორჩილებოდეს მათ," – აღნიშნავს აბესაძე.73-წევრიან საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა არ მონაწილეობს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომდგენელი. გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ კომისიის შექმნის წესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და მასში მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებები მიღებაზე.

 

 

 

 

სიახლეები

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...

ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ-მერცი ირანზე

თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ...