მთავარიUncategorized4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ჰორტენზია და დეკორატიული მცენარეები, რომელსაც მებაღე ლალი...

4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ჰორტენზია და დეკორატიული მცენარეები, რომელსაც მებაღე ლალი თოდუა 40 წელია უვლის [Video]

Published on

თუკი ოცნებობთ ჰორტენზიებით დამშვენებულ ეზოზე, გასაოცარი,  განუმეორებელი და ფერების სიმრავლით გამორჩეული ყვავლილების ნახვა შეგიძლიათ ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მცხოვრებ მებაღე ლალი თოდუასთან. 62 წლის ქალბატონმა მისი შეგროვება კოლექციის სახით 40 წლის წინ დაიწყო და 15 წელიწადში ეს საქმე ბიზნესად აქცია.

ჰორტენზიების გარდა სახლის ირგვლივ 4 ათას კვადრატულ მეტრზე 300ზე მეტი სახეობის დეკორატიული მარადმწვანე მცენარე ხარობს.

ეზოში ნებისმიერი კუთხე საგულდაგულოდ და საოცრად მოვლილია, რაც ყველაზე მეტად  თვალში საცემია და  რაშიც კარდების ხილვის დროს თქვენ თვითონაც დარწმუნდებით.

აქ უამრავი უცხო და იშვიათი ჯიშის მცენარეების კოლექციაა თავმოყრილი, დეკორატიული მცენარეების  მოვლის პროცესში მებაღე ქალბატონს ოჯახის ყველა წევრი ეხმარება, განსაკუთრებით მეუღლე, რომელიც მცენარეებს ალამაზებს ანუ სხვადასხვა ფორმას აძლევს. პანდემიის პერიოდში რეალიზების კუთხით პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ამის გარდა, მათ წლის პრობლემა აწუხებთ, რომელიც მცენარეების მოვლისთვისა და გახარებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...