მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ,,კამათი დასაშვებია, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც...

გრიგოლ ვაშაძე: ,,კამათი დასაშვებია, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტია და ჩვენი მეგობარი”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძე ჰუბერტ კნირშს თავის მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ “როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი”.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, თავად ჰუბერტ კნირშთან ბევრ საკითხზე უკამათია, მათ შორის “2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე, დასაწყისზე, მიმდინარეობაზე, ა.შ”.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანახმად, გერმანიის ელჩი “წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში”.

შესაბამისად, მისი თქმით, “როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმოადგენს”.

“უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვები არის, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი არის და ჩვენი მეგობარი”. – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები ქართულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა თქვა,რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში  გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ “ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით”. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს “გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, წინააღმდეგ”. – ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...