მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროფესიული სასწავლებლები 6 ივლისიდან გაიხსნება

პროფესიული სასწავლებლები 6 ივლისიდან გაიხსნება

Published on

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მომდევნო ორშაბათიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სექტორის შემოწმება მიმდინარეობს და პროცესის დასრულებისთანავე შესაბამისი ნებართვების გაცემა მოხდება.

„მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება და შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სრულად დასრულდება და ნებადართული იქნება მათი ფუნქციონირება“, – განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

პროფესიული სწავლება, განათლების სფეროში, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, განსხვავებით ზოგადი და უმაღლესი განათლებით მოსარგებელეთაგან, ვერაფერი შესთავაზეს. სწავლება, რომლის 90 პროცენტიც პრაქტიკისგან შედგება, მარტიდან სრულიად შეწყვეტილია.

მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ის 20 მაისიდან 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი, რომელიც მინისტრმა ინდვიდუალური სამართლებრივი აქტით უნდა განსაზღვროს.

მთავრობის ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეში, ნებადართული იქნება. პროტოკოლი ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნდება.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება, თუ ვერ მოხერხდება დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას სახის ფარი იქნება სავალდებულო, სხვა ძირითადი მოთხოვნა ასევე რჩება ძალაში“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....