მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყნის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა - საქსტატი

ქვეყნის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა – საქსტატი

Published on

ქვეყნის ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს – მაისში 14%-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტი. ყველაზე მკვეთრი ვარდნა ფიქსირება ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების რაოდენობა 94%-თაა შემცირებული. 70%-ით დაიკლო ავტომობილების რე ექსპორტმა. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 33%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაცია, 22%-ით დაეცა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა.

კლების ტენდენციაა ეკონომიკის ყველა სფეროში. უკვე ზედიზედ მესამე თვეა, ქვეყნის ეკონომიკა მცირდება – აპრილში ვარდნა 17% იყო. მაისის თვის მდგომარეობით, ეკონომიკის საშუალო ზრდა მინუს 5.4%-ია, რაც მთავრობის პროგნოზს აღემატება. 

ყველაზე მეტად დაზარალებულია ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, რესტორნები, სასტუმროები, ასევე გადადინების ეფექტით დაზარალდა უძრავი ქონების ბაზარი და მშენებლობის სექტორი. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კრიზისი 2008 წლის მოვლენების შემდეგაც არ ყოფილა. 

 ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობას კორონა ეპიდემიისთვის ქმედითი ანტიკრიზისული გეგმის დაპირისპირება შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა, რის გამოც ივნისის თვეშიც ნეგატიური მოლოდინები არსებობს. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...