მთავარისიახლეებისამართალისამართლებრივი ფარსი. დედა უკე შეიწირეს, ახლა შვილის დათრგუნვა სწადიათ. რა მისწერეს ბაჩანა...

სამართლებრივი ფარსი. დედა უკე შეიწირეს, ახლა შვილის დათრგუნვა სწადიათ. რა მისწერეს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტროდან?

Published on

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. შესაბამისი წერილი, რომელიც 24 ივნისით არის დათარიღებული, შენგელიას უკვე ჩაბარდა. მას აცნობეს, რომ საქმეს კომისია მის დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

“გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთი თვის პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მოკრძალებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ შენგელიასთვის მიწერილ წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ მას მოსაზრებების წარდგენისთვის ვადა 30 ივნისამდე აქვს.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას “ვითომ სამართლებრივ” პროცესს უწოდებს და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებს. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

“ამ საქმის ირგვლივ, რომელზეც ფორმალურად დაწყებულია წარმოება, არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც წერილში წერია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ჩემს აქტივობას. როგორც ჩანს, არ მოსწონთ. ვუკავშირებ სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელსაც და მომავალ არჩევნებსაც. შეიძლება, წინასწარ პრევენციასაც ფიქრობენ. ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ არის, ამაში დარწმუნებული ვარ”, – ამბობს შენგელია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....