მთავარისიახლეებიპოლიტიკადასასრულის დასაწყისი: თითქმის შვიდთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში გამოჩნდა, მაგრამ...

დასასრულის დასაწყისი: თითქმის შვიდთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში გამოჩნდა, მაგრამ …ადამიანებს და კამერებს დაემალა!

Published on

თითქმის შვიდთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში გამოჩნდა. საგანგებოდ გასაიდუმლოებული სტუმრობა “მთავარისთვის” გახდა ცნობილი.

ოლიგარქმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა. “ქართული ოცნების” ,,მთავრის” სტუმრობას უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვა მოჰყვა – რამდენიმე ჰექტარზე განთავსებული შენობის ყველა შესასვლელი სამართალდამცველებს ჰქონდათ გადაკეტილი. 

“საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები – დასასრულის დასაწყისია ეს. ფინალი იქნება ოქტომბერში!” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი აღარ აქვს, არც პასუხები აქვს იმ კითხვებზე, რაც მრავლად დაგროვდა .”- “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილის ქუთაისში ვიზიტს ეხმაურება.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტს კი აშენებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ვერ შეხვდა: რომ ჰკითხავენ, საქართველოში სად უნდა დასაქმდნენ ან ამ, ან სხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები – პასუხი არ აქვს!

“რატომ წაერთვა ქუთაისს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, განვითარების პერსპექტივა, პასუხი არ აქვს; როგორ დააბრუნებს ქალაქიდან (ისევე, როგორც ქვეყნიდან) წასულ ასობით დედას მარტო დატოვებულ ასობით შვილთან და რას შესთავაზებს მათ, სამშობლოში დაბრუნებულებს, პასუხი არ აქვს. -საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები – დასასრულის დასაწყისია ეს. ფინალი იქნება ოქტომბერში!”-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, ქვეყნის არაფორმალური მმართველი საზოგადოების წინაშე ერთხელ, ისიც ტიკ-ტოკის ვიდეოში და მეორედ, კახი კავსაძის დაბადების დღეზე, “ფეისბუქზე” მისალოცი ტექსტით  გამოჩნდა. 

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...