მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგო რატიანი: ,,ქართული ოცნების ხელისუფლება ბედავს ჩვენს მაგივრად მოიხადოს ბოდიში. ეს...

სერგო რატიანი: ,,ქართული ოცნების ხელისუფლება ბედავს ჩვენს მაგივრად მოიხადოს ბოდიში. ეს სასაცილოა.”

Published on

საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი სასაცილოს უწოდებს ქართული ოცნების იდეას, ოპოზიციის მხრიდან გერმანიის ელჩზე კრიტიკული განცხადებების გამო თავად მოიხადოს ბოდიში.მისი თქმით, მმართველ გუნდს თვისი სახელით აქვს მოსახდელი ბოდიში.

“სასაცილოა, რომ, პირველ რიგში, ქართულ ეცნობას საერთოდ არ ესმის რას ნიშნავს დემოკრატია და როგორ ფუნქციონირებს. სასაცილოა, უბრალოდ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც დასავლეთში ცნობილია უკვე, როგორც პრორუსული და პროპუტინური ხელისუფლება და რომელსაც გერმანიაშიც კი ეძახიან პრორუსულ ხელისუფლებას, ის ბედავს ჩვენს მაგივრად მოიხადოს ბოდიში. ბოდიში მათ მოსახდელი აქვთ საკუთარი თავისი სახელით”, —განაცხადასერგო რატიანმა რუსთავი 2 -ის ეთერში. 

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა,რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იგი თანაუგრძნობს ელჩს, რადგან ის ისევ “შარში გაეხვა”. ამავე თემაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ელჩი “ივანიშვილის ლობისტია” “კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად” რჩება და ივანიშვილისგან ფინანსდება, ამიტომ გერმანიისგან მისი გაწვევა მოითხოვა.

ელჩის კრიტიკის პასუხად მმართველმა გუნდმა – განცხადება გაავრცელა ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ მათი ვალია ქვეყნის სახელით გერმანიის ელჩს ბოდიში მოუხადონ.

ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ “რაც უფრო ღრმად შევა “რადიკალური ოპოზიცია” მძიმე პოლიტიკურ კრიზისში” მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება”. მათი აზრით, ეს ქვეყანას გარკვეულ ზიანს მიაყენებს, სწორედ ამიტომ “მყისიერი რეაგირება” აუცილებლად მიაჩნიათ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ამგვარი რეაქციის მიზეზი ისაა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არ სურთ და კანონპოროექტის ჩავარდნის იმედს იტოვებენ

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...