მთავარისიახლეებიეკონომიკათბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 10 თეთრით იზრდება

თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 10 თეთრით იზრდება

Published on

დღეიდან  შპს თბილისის მიკროავტობუსის" მომსახურებით მოსარგებლეთათვის  მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური 10 თეთრით იზრდება და მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის საფასურს უტოლდება. 
 
აღნიშნული ტარიფი აქამდე 40 თეთრს შეადგენდა, ხოლო 8 მარტიდან მგზავრს 0.50 თეთრის გადახდა მოუწევს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს ავტოპარკის განახლებისთვის – დაზიანებული მიკროავტობუსების შეკეთების ან ახლით ჩანაცვლებისთვის.დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული მიკროავტობუსის ტექნიკური სერვისიც, რომლის ნაწილს,მძღოლების ინტერესების გათვალისწინებით, კომპანია თავის თავზე იღებს მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა
არსანიშნავია, ომ  კომპანიის კუთვნილ ორიათასამდე მიკროავტობუსზე დასაქმებულია სამიათასამდე მძღოლი, მთლიანად „თბილისის მიკროავტობუსში“ ამჟამად ოთხიათასამდე ადამიანი მუშაობს.
 
„თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მძიმე რყევები განიცადა, რაც აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა. მაგრამ სადღეისოდ შექმნილ პირობებში  იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გარდუვალი გახდა  მოკლე მანძილებზე მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის გაზრდა. რაც შეეხება დიდ მანძილზე  მოძრავ მიკროავტობუსებს, ძველი ტარიფი – 0.80 ლარი შენარჩუნდება. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...