მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ნაციონალური მოძრაობა გიორგი ვაშაძის კანდიდატურას "ყველა თავისი რესურსით" დაუჭერს...

გრიგოლ ვაშაძე: ნაციონალური მოძრაობა გიორგი ვაშაძის კანდიდატურას “ყველა თავისი რესურსით” დაუჭერს მხარს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მისი პარტია გიორგი ვაშაძის კანდიდატურას ისნის მაჟორიტარულ ოლქში “ყველა თავისი რესურსით” დაუჭერს მხარს.

“მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა – ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს”. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ

როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ “სპეკულაციებზე” რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს.

გიორგი ვაშაძის (ახალი საქართველო) კანდიდატურა ისანში ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ივნისს წარადგინეს. როგორც ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერებმა მოილაპარაკეს, ისინი ერთმანეთს ამ ექვს ოლქში კონკურენტებს არ დაუყენებენ.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...