მთავარისიახლეებიპოლიტიკაბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი - ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგინეთ,...

ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი – ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგინეთ, დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია

Published on

სულ მცირე, 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ, აი, ამ ფეიკდაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით. ”მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპარლამენტო მოსმენისას.

,,თუ დავაკვირდებით, ქართული ოცნების დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა “ფეიკნიუსი”.

ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. 

მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ – 400-ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. ამდენი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული დახმარება, იმიტომ რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით. ”

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...