მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ მორალში კი არა, გონებრივ შესაძლებლობებშიცაა “ -...

,,ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ მორალში კი არა, გონებრივ შესაძლებლობებშიცაა “ – გიგა ბოკერია – პრემიერს

Published on

ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ მინისტრს დაუპირისპირდა. მან პრემიერს მისი განცხადება შეახსენა, სადაც გახარია ირწმუნება, რომ “ფრენებს გახსნის”, თუმცა პარალელურად ფინანსთან მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს “ფრენების გახსნა” არ უღირს, ამიტომ ჯერჯერობით მოსალოდნელი არაა.

„ბატონო გიორგი გავხსნით ფრენებსო და ახლა ფინანსთა მინისტრის კომენტარია, რომ არ გვიღირს და იმიტომ არ ვხსნითო. დაგვცინით ყველას თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხალხს არ სჭირდება ფრენა? ტურიზმს, ეკონომიკის ამოქაჩვას? მართლა ასე ფეხებზე უნდა გეკიდოთ? თუ სისულელე თქვა ეკონომიკის მინისტრმა და ადმინისტრაციის უფროსმა, მაშინ გვითხარით. თუ თქვენ გვატყუებდით ახლა?

გადასახადებს რაც შეეხება, საშემოსავლოს ხალხს შეუმცირებთ? თუ ეგ საშემოსავლო ხალხისთვის ტვირთი არ არის? და ბოლოს გავრილოვზე. ერთხელ მაინც გვითხარით, დაფიცებული გაქვთ ხატზე? თუ რატომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხვალ საქართელოს მტერს ქვეყანაში არ შემოუშვებთ. რაც შეეხება მორალს 20 ივნისის ამბებზე შემდეგ გამოსვლაში მოგახსენებთ და ჩვენთვის ბოდიშის მოხდას გაიძულებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის“, – მიმართა ბოკერიამ პრემიერს.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...