მთავარისიახლეებისაზოგადოებამალე ავტომობილები საშუალოდ 30%-ით გაძვირდება. ღირს თუ არა ახლა მათი შეძენა...

მალე ავტომობილები საშუალოდ 30%-ით გაძვირდება. ღირს თუ არა ახლა მათი შეძენა ან გაყიდვა?

Published on

 მიმდინარე წლიდან ავტომობილები საშუალოდ 30%-ით გაძვირდება.   ფასები, პირველ რიგში, მოიმატებს 7-დან 15 წლამდე მანქანებზე, რომელზედაც დიდი მოთხოვნაა   ხელმისაწვდომი ფასის გამო (ოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებული ავტომობილების 95% სწორედ  7-20 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებია).
 
ექსპერტების ამ უსიამოვნო პროგნოზს  საფუძვლად უდევს   საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ იმპორტირებულ ავტომობილზე აქციზის განაკვეთის გაზრდა –  ერთნაირი, მომატებული ტარიფით იბეგრება როგორც ახალი – ერთ წლამდე ავტომობილი, ისე 14 წელიწადზე მეტი ხნისა. აქციზი უცვლელი დარჩა მხოლოდ 3 და 4 წლის მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის, ხოლო 5 წლის ავტომობილისა შემცირდება კიდეც, თუმცა ეს შეღავათი ავტომობილის თვით­ღირებულებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
 
რეალური შედეგი, რასაც ავტო­მობილების განბაჟებისას აქციზის ზრდა გამოიწვევს, ავტომობილების საშუალოდ 30%-ით გაძვირებაა – მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მაგალითად, ავტომობილი, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს საშუალოდ 3 ათასი დოლარია, ახალი სააქციზო ტარ­იფების ამოქმედების შემდ­ეგ დაახლოებით 1 000 დოლარით მაინც გაძვირდება. უფრო კონკრეტულად,  თუ მოქმედი ტარიფებით 2005 წლის წარმოების,  2000 კუბსმ მოცულობის ძრავიანი  ავტომობილ "მერსედეს-ბენც" C-Class-ის შემთხვევაში 1 კუბსმ-ის განბაჟება ღირს 0,5 ლარი და ჯამში 1 000 ლარი დაჯდება, ცვლი­ლების ამოქმედების შემდეგ 1 კუბსმ-ის განბაჟება 1,2 ლარი ეღირება და განბაჟება უკვე 2 400 ლარი დაჯდება (მარჯვენასაჭიანისა – 7 200 ლარი). 
რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, მათი   განბაჟება მარცხენასაჭიანებზე სამჯერ ძვირი ღირს, რაც ავტომობილის თვითღირებულებას აღემატება და მათი ჩამოყვანაც აზრს დაკარგავს.  
 
როგორც ,,კვირის პალიტრა'' წერს, პრობლემების წინაშე აღმო­ჩნდნენ ავტოდილერებიც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად, გაზრდილი ტარიფი არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 2016 წლის 1-ლ დეკემბრამდე, მაგრამ ავტომობილის შეძენისა და ტრანსპორტირების თარიღები 1 კვირიდან 1 თვემდე მერყეობს. შესაბამისად, ბევრი ავტომობილია შეძენილი 2016 წლის 1-ლ დეკემბრამდე, რომელთა ტრანსპორტირება­ ამ ვადამდე არც დაწყებულა. ეს კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რადგან ის რეგულაც­იას რეტროგრადულად გვიწესებს­ და უკვე ნაყიდ ავტომობილებს გვიძვირებს.
 
რაც შეეხება კითხვას, ღირს თუ არა კანონში ცვლილებების შესვლამდე ავტომობილის შეძენა ან გაყიდვა? შექმნილი ვითარება ავტომობილის შესაძენად ბევრისთვის იქნება მომგებიანი, თუმცა რისკებიც ახლავს თან. ახლა ბაზარზე გაურკვევლობაა, შესაბამისად, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები საგრძნობლად შემცირებულია, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმ საერთაშორისო აუქციონებზე, სადაც საქართველოში ჩამოსაყვან ავტომობილებს ყიდულობენ. ასეთ ვითარებაში ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილის შეძენა საკმაოდ სარფიანად არის შესაძლებელი, აგრეთვე, მეტად მაცდუნებლად გამოიყურება ფასები საერთაშორისო აუქციონებზე, თუმცა დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, დაანონსებულ ვადებში ამოქმედდება თუ არა კანონპროექტი.
 
 

სიახლეები

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...