მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ვის მოინელებს სოფიო კილაძის აზრით, ამასობაში კი ,,ის კაცი...

ვინ ვის მოინელებს სოფიო კილაძის აზრით, ამასობაში კი ,,ის კაცი დაკარგულია”

Published on

რა თქმა უნდა, მე ამ შესაძლებლობას ვერ გავუშვებ ხელიდან – ერთ რაღაცას გეტყვით, ოღონდ, ძალიან მოკლედ, გრძლად არა. თქვენ რამდენჯერმე ახსნეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ. – განაცხადა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

ასე გამოეხმაურა იგი რომან გოცირიძეს რიტორიკულ კითხვაზე ,,სად არის ის ე. წ. ჭარბი ნდობა, ის კაცი რომ ამაყობდა. ჭარბი ნდობა კი არა, ჭარბი გამოჩენისაც კი ეშინია, დაიკარგა კაცი!”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარერომან გოცირიძემ ასევე შეაფასა სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში და აღნიშნა, რომ მასში ის პერიოდია განხილული, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელა.

„ის პერიოდი, რომელიც განხილულია სახალხო დამცველის მოხსენებაში, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის წელიწადი: ძალადობა, თავისუფალი აქციის სასტიკი დარბევა, დამნაშავეებზე ხელის დაფარება და სამომავლო დანაშაულის წახალისება, პოლიტიკური დევნის გაგრძელება და უამრავი პოლიტპატიმარი. ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის. ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც იცავს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს. ყველაფერი დამორჩილებულია ერთ პარტიასა და ერთ პიროვნებას. ჩავთვალოთ, რომ ეს ბოლო წელიწადია დარღვევათა მთელი კასკადისა, რაც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელთა უდიდესი ნაწილი დღემდე გამოუძიებელია. არავის არ გასვლია ძალაუფლების დიდი ხნით მიტაცება. ეყო, რაც 8 წლის განმავლობაში აკეთეს. მორჩა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება! სად არის ის ე. წ. ჭარბი ნდობა, ის კაცი რომ ამაყობდა. ჭარბი ნდობა კი არა, ჭარბი გამოჩენისაც კი ეშინია, დაიკარგა კაცი. მორჩა „ქართული ოცნების“ ფიქტიური, ფულზე დაფუძნებული ავტორიტეტი,“- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...