მთავარისიახლეებიპოლიტიკანოდარ მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - სუსი დაინტერესდა გადაცემით გიორგი...

ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს – სუსი დაინტერესდა გადაცემით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე

Published on

TV პირველის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყებაშიც დაუდასტურეს. მათი თქმით, მელაძე 24 ივნისს 11 საათზეა დაბარებული გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.

ნოდარ მელაძემ TV პირველთან საუბარში განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში, 19 ივნისს გავიდა. მანვე თქვა, რომ იგი მივა სუს-ში და უპასუხებს შეკითხვებს. ნოდარ მელაძესთან ერთად მიმდინარე კვირაში სუს-ში სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს.

“ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყო ახალი, არ ვიცი. ეს არის სრული დოსიე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებში არის დაცული ამ პირის შესახებ. ჩვენ გავედით კავშირზე ვასამბეგ ბოკოვის ძმასთან, რომელიც ინტერვიუში პირდაპირ ამბობდა, რომ ბევრჯერ უყურა მისი ძმის დაკავების ვიდეოკადრებს და ვერ ამოიცნო ის. ამბობდა რომ ფიზიკური მონაცემებით არ ემთხვევა. არ ვიცი რა კითხვები ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, — ამბობს მელაძე.

გამოკითხვაზე მისულმა ნოდარ მელაძემ განაცხადა: „ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, ინფორმაცია მოპოვებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში და ის ვალდებული არ არის დაასახელოს წყარო, ან მოპოვების გზები. თუ კითხვები იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ეხება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ მასალას, შემდეგ უკვე მოვითხოვთ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის ფარგლებში“, – ამბობს მელაძე.

მისი ინფორმაციით, გამოძიება, ასევე დაუკავშირდა ამავე არხის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოკითხავენ მაკა ჩიხლაძეს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...