მთავარისიახლეებიეკონომიკაპანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი 250 000 პირიდან სახელმწიფო კომპენსაცია მხოლოდ 85 000...

პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი 250 000 პირიდან სახელმწიფო კომპენსაცია მხოლოდ 85 000 ადამიანს ჩაერიცხა

Published on

არსებული ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი 250 000 პირიდან სახელმწიფო კომპენსაცია მხოლოდ 85 000 ადამიანს ჩაერიცხა.

აპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობა, ბიუჯეტში ეკონომიას ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ხარჯზე აკეთებს.

„მთავრობის დაპირებით თვითდასაქმებულ 250 ათას ადამიანს – 75 მლნ ლარი უნდა მიეღო, სამუშაოდაკარგულ დასაქმებულ 350 ათას ადამიანს კი 450 მლნ ლარი. ჯამში დახმარება უნდა მიიღოს 600 ათასმა მოქალაქემ და მთლიანი ხარჯი 525 მლნს შეადგენდა.

თუმცა, რა მოხდა სინამდვილეში? დახმარება ამ დროისთვის მხოლო სამჯერ ნაკლებ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მიღებული.

საუკეთესო შემთხვევაში, სახელმწიფოს დახმარება 600 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 300 ათასმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს.

მთავრობა ამით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ხარჯზე აკეთებს ბიუჯეტში ეკონომიას, რათა კორონა ვირუსადმე არსებული თავდაპირველი ბიუჯეტის კორუფციული, ბიუროკრატიული და უსარგებლო ხარჯები არ შეკვეცონ.

ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს“ – აღნიშანვს გოცირიძე ნიუპოსტთან საუბრისას.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...