მთავარისიახლეებიეკონომიკაჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის მცდელობა 10 000 მაღალშემოსავლიან მოქალაქეს ჰქონდა, ასე...

ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის მცდელობა 10 000 მაღალშემოსავლიან მოქალაქეს ჰქონდა, ასე ვეღარ გაგრძელდება

Published on

საყოველთაო დაზღვევა  ისეთი სახით, როგორიც დღეს არსებობს,აღარ იქნება – უახლოეს ხანებში მისი დიფერენცირება იგეგმება.
ცვლილებები პირველ რიგში შეეხება   მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს, რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინიტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა,   სამინიტრო დეტალების გასაჯაროებას ამ კვირაში გეგმავს.
 
"სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯადაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტი, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს",- განუცხადა  ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...