მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, კიდევ კარგად მოუხერხებია სააკაშვილს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში'' -...

,, კიდევ კარგად მოუხერხებია სააკაშვილს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში” – თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას შესახებ

Published on

მთელი უღრმესი და ეგზოტიკური პატივისცემის მიუხედავად ქალბატონი თაკო ჩარკვიანის ფიგურის მიმართ, ის ოპოზიციის შეჯერებულ კანდიდატად არ განიხილება. – განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პალიტრა ნიუსის ეთერში. ასე გამოეხმაურა იგი თაკო ჩარკვიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიიღო გადაწყვეტილება კენჭი იყაროს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად .

დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას, რომ იპარავენ!! – ამბობს იგი.

რაც შეეხება გიგა ბოკერიასთან გართულებულ ურთიერთობებს, თაკო ჩარკვიანმა ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მკვეთრად გამოხატავს თავის აზრს ამ პოლიტიკური ფიგურის შესახებ.

წეღან თითი დაგვიქნია, ტელევიზიის ეთერში იჯდა… თეთრი ხელთათმანებითო არ შეიძლება საუბარიო, აიო, კვოტებს ინაწილებენო და ეხლაო ესე ვპასუხობო და მერე სხვანაირადაც ვუპასუხებო… სხვანაირად როგორ მიპასუხებს პირადად მე ბოკერია? როგორ უნდა მიპასუხოს აბა სხვანაირად და თითი დაგვიქნიოს? ეს ის ბოკერიაა, რომლის თითის ქნევის გამო, მუდმივად რომ მისი თითი ჩანდა ეკრანზე და ციხის ბუნტი რომ უკავშირდება და მისმა თანაგუნდელმა ელენე თევდორაძემ ჩვენება რომ მისცა ციხის ბუნტის დროს ბრძანებას გასცემდა გიგა ბოკერიაო, აი, მისი თითის გამო დაგვემართა უბედურება და ავირჩიეთ ოლიგარქი ივანიშვილი.

„აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რა. ამის ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო, პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო (ერთი ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი).  კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი „ლაგამამოდებული“????? დიიიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ?

ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, „რუსული ჭაობია“ წინ! ეს ნიჭიერი ხალხი, უნიჭოებივით ვიქცევით“ რით ვერ გავიგეთ, რომ „ძალა ერთობაშია”, ანუ შეცდომების გაანალიზებაში და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში კოალიციური მთავრობის დროს, კანონის უზენაესობაა, თავისუფალი პროკურატურა,სადაც ანტიკორუფციული კანონი მუშაობს, საშიში არაფერია! ამიტომ ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, რომ , „ძალა ერთობაშია“!!!, – წერს თაკო ჩარკვიანი


სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...