მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საკრებულომ ხელფასის და პრემიის სახით 2 წელიწადში ორ მილიონ ლარამდე...

ზუგდიდის საკრებულომ ხელფასის და პრემიის სახით 2 წელიწადში ორ მილიონ ლარამდე გასცა

Published on

ზუგდიდის საკრებულომ ხელფასის და პრემიის სახით 2 წელიწადში ორ მილიონ ლარამდე გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციამ 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი მოიცვა.

საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ მილიონ 952,557 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ფულადი ჯილდო გაიცა მხოლოდ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, ჯამური მოცულობით 26,700 ლარი.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურებაა:

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია – 67 764, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია – 61 371 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია – 61 371, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია – 51 143 ლარი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია – 51 143, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია – 52 286 ლარი, ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა – 51 143, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია – 51 143 ლარი.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება:

თამუნა ჯიქია – 51 143 ლარი, ზაზა პროკოპენკო – 29 950 ლარი, ირუზა კაკავა – 30 000, ანა წითლიძე – 51 142, დავით შელია – 28 750, დაზმირ ძიმცეიშვილი – 49 810, კონსტანტინე კაკავა ( ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე” – 22 500, გიორგი თოდუა 7 500 ლარი, მიხეილ ჯობავა – 48,000, ედიტა კოდუა – 30 000, ჯონი ჯიქია – 46,000, ამირან ჩხოლარია – 28 750, ბათლომე შელია – 43 429 ლარი, გელა თოლორაია – 27 143.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...