მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაორებული-საქართველო

გაორებული-საქართველო

Published on

 
 
 
 
 
 
კონსტანტინე გამსახურდია: სად, რომელ ქვეყანაში გსმენიათ, რომ ამა თუ იმ ერის ერთი ნაწილი ისტერიულად გაჰკიოდეს:"თავისუფლება არ გვინდა?"
 
 
არამარტო დღევანდელი სოციალურ -პოლიტიკური ყოფა,  ჩვენი ისტორიული ცხოვრებაც მუდამ ცენტრიდან მსრბოლელ უპროპორციო ძალებისგან იყოგა თიშული.თუ ერთი ნაწილი ქართველობის ამაშენებელის, ერის მესაძირკვლის როლსა ჰკისრულობდა, მეორე მისივე "ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი", საქართველოს მეორე სნეული ნახევარი, მუდამ რღვევის პროცესს უპირდაპირებდა ერის მაშენებელთა ლტოლვასა და საქმიანობას.
უბადლო მაგალითები ახსოვს ჩვენს მატიანეს ამ გაორების, ერის ენერგიის გათიშვის ისტორიიდან. აბა მიბრძანეთ სად, რომელ ერის ისტორიაში იპოვით იმდენ მოღალატეთ, თავისივე მშობელ ერის ინტერესების ფეხქვეშ გამთელველთ, როგორც-ჩვენსაში?ასეთი ისტორიული მტრები ქართველებისა ისევ ქართველები გახლდათ ოსმალებსა და სპარსელების დამსჯელ ექსპედიციებს წინ რომ უძღოდნენ. მარტო გიორგი სააკაძის პიროვნება რათა ღირს ამ დებულების საილუსტრაციოდ.
 კერძო ადამიანის,თუ ერის არსებაში ყველაზე ხმამაღლა სისხლი მეტყველებს. ეს ისტორიული სენი თანამედროვე ქართველებსაც უანდერძა ძველი ქართველების ერთმა ნაწილმა.
სად, რომელ ქვეყანაში გსმენიათ, რომ ამა თუ იმ ერის ერთი ნაწილი ისტერიულად გაჰკიოდეს:"თავისუფლება არ გვინდა?" ასეთ შემთხვევას მხოლოდ ჩვენში აქვს ადგილი.
1916 წლის 8 თებერვალს ახ. სტ. ქალაქ ლოზანაში მესამე ერთა სამშვიდობო კონფერენცია იყო. ამკონფერენციას დაესწრო თითქმის ყველა ევროპიელ და აზიელ ერების წარმომადგენელნი: ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ბელგიელები, შვეიცარიის ფრანგულ და გერმანულ კანტონების წარმომადგენელნი, ლატიშები, პოლონელები, ესტონელები, ფინლადიელები, აზიიდან:ოსმალები, კავკასიელი თათრები, ჩერქეზები, არაბები და სხვა.
მთელი ერის წარმომადგენელნი ერთხმად ღაღადებდნენ თავიანთ ეროვნულ წყლულების განკურნებაზე, ყველას აქ წარმოედგინა თავისი საჩივარი. ყოველი ერის წარმომადგენლები სოლიდარულად გამოვიდნენ და წარუდგინეს თავიანთი მოთხოვნილებანი ინტერნაციონალურ სამსჯავროს.
ჩვენ ქართველებიც ვედავებოდით ძველი რუსეთის მთავრობას ჩვენი უფლების შელახვას. ჩვენი თანამემამულის მიხაკო წერეთლის დასაბუთებულსა და დიდის ნიჭით და უნარით დაწერილ დეკლარაციას თითქმის ყოველი ერის წარმომადგენელი აღფრთოვანებული ტაშით მიეგება. თვით ეგვიპტიდან მოსულ ფერადკანიან ერები სწარმომადგენელთაც შეისმინეს უფლებააყრილ, უმართებულოდ შეურაცხყოფილ ერის საჩივარი და გულისტკივილი.
თამამად შეიძლება ითქვას ვერცერთ ერის წარმომადგენელს ვერ იპოვიდით აქ, ამ მრავალრიცხოვან კონგრესზე, რომ ჩვენი სამართლიანი უფლებების აღიარებისა და ჩვენი შელახული ეროვნული თავმოყვარეობის დაკმაყოფილების წინააღმდეგ ჰქონოდა რამე.
მხოლოდ კონგრესის დარბაზის კარებთან ატუზულ, ლოზანელ და ჟენეველ რუსის საკონსულოს ჯაშუშებსა და აგენტებს ეტყობოდათ სახეზე უკმაყოფილება, რომ ამ ინტერნაციონალურ სამსჯავროში ქართველების საპროტესტო ხმაც გაისმა.
ხსენებულ ვაჟბატონებს იქ არავითარი მანდატი არ ქონიათ და ვერ ცვერას უპასუხებდნენ მ.წერეთელს.
მაგრამ დახეთ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის სახელით გამოვიდა ერთი ქართველი ემიგრანტი და უსაფუძვლო რეპლიკით და"არამკითხე" ჩაჩრით დისონანსი შეიტანა. გამოვიდა ისევ ქართველი ქართველის წინააღმდეგ, ისევე ქართველმა მოინდომა ბაგეზე ხელი მიეფარებია მისთვის, ვინც ქართველი ერის აბუჩად აგდებასა და მი სუფლებათა უზურპაციას უყიჟინებდა რუსის ძველ მთავრობას.
იმ კვირას თითქმის ყველა გერმანულ, ფრანგულ და შვეიცარიულ გაზეთებში აღინიშნა ეს გარემოება.როგორც"ლოკალ ანცაიგერ და ბერლინელტაგებლატი", ისე ჟურნალ"დეჟენევ" ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ ქართველების წარმომადგენელთ მოუვიდათ უთანხმოებაო.
ეგებ გგონიათ მკითხველო, ამ კონფერენციაზე დამსწრე სხვა ერის წარმომადგენელნი ყველანი პარტიას ეკუთვნოდნენ? სრულიადაც არა. აქ ფრანგების, შვეიცარიელების და პოლონელების მხრით მოსულ იყვნენ როგორც უკიდურესი მემარცხენე სოციალისტები, ისე ზომიერნი, რადიკალები და სხვა. მაგრამ ვიმეორებ, არც ერთი ერის წარმომადგენელი არ სცემია ყელში თავისივე მოძმეს.ყოველ  მათგანს შეგნებული ჰქონდა, რომ საერთო ეროვნულ საქმეს კერძო პარტიული ანგარიში და დიფერენციაციები უნდა დაეჩრდილა.
დღეს,  როცა ყოველ ჩაგრულ ერსა სურს, რუსეთის რევოლუციონურ მთავრობისგან მიიღოს ის, რაც ძველ მთავრობას უნდა მიეცა ან ძალით წაუგლეჯია, როცა ისეთი ერებიც კი გასაოცარ პოლიტიკურ ტაქტსა და შორს-გამჭვრეტელობას იჩენენ, რომელნიც აგერ გუშინ ჩვენ თვალწინ გამოვიდნენ მოქალაქეობრივ ცხოვრების სარბიელზე, ჩვენ ქართველები ვერ მოვრგებულვართ, ვერ შევთანხმებულვართ იმ ანბანურ ჭეშმარიტების შესაგნებლად, რომ ქართველ ერსაც თავისი ეროვნული უფლებები მოეძევა, რომ ქართველობასაც უცილო უფლება აქვს იმ მიწის ნაჭერი შეინარჩუნოს ამ გარეშეუწერელ დედამიწის ზურგზე, რომლის  ყოველი ფეხის ნატერფალი სისხლითა და ოფლით შეუნარჩუნებიათ ჩვენ წინაპართა. 
ამის მიზეზი თვით ქართველობის გაორებული ბუნება და მისი მონობის მიერ შერყვნილი გადაგვარებული ფსიქიკა გახლავთ.დღეს მსოფლიო ერთა ცხოვრების მოედანზე მხოლოდ ის-ღა გაიტანს ლელოს, ვინც თავის უფლების დაცვაში მეტ ძალასა და უნარს გაიღებს ერის სასიცოცხლო ენერგიიდან.
ამ შეუდარებელ ჭიდილიდან ქართველობას რომ რამე ერგოს, სწორედ ამისთვის გვმართებს მთელი ეროვნული ძალების მჭიდრო კონცენტრაცია, მოვალეობა მომავალ თაობათა წინაშე მოითხოვს ჩვენგან, რომ გაორებული საქართველო უნდა გაერთიანდეს. ისე ერის არსებობის ჭირნახული ფუჭი და მომცდარი იქნების, თუ ყოველი ჩვენგანი მარჭვლად არ გამოადგა იმ ჯაჭვს, რომლის თითო-თითო გაწყვეტილ  რგოლს-ღა წარმოადგენს დღევანდელიქართველობა.
კონსტანტინე გამსახურდია
გაზ. ,,სახალხო ფურცელი“, 
 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...