მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე შეეხო პარამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
,,მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური კანონის პროექტი არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ კანონპროექტმა მეორე-მესამე მოსმენაზე ოპოზიციის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გაათავისუფლოს.