მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე : ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, „ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო...

გრიგოლ ვაშაძე : ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, „ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს

Published on

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, კერძოდ, ვიდრე გიორგი რურუას არ გათავისუფლდება.

„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ. რაც შეეხება თალაკვაძის მოწოდებას, ორი კი არა შვიდივე დაესწრება, ოღონდაც ბოლომდე შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება. ყველამ ვიშრომეთ ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია თეთრით შავზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის ” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...