მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ლაიქი'' ფეისბუქზე სენაკის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა

,,ლაიქი” ფეისბუქზე სენაკის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა

Published on

"თაიმერის" ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, დაგეგმარების, სტატისტიკისა და განვითარების სამსახურის უფროსი – ზურაბ ტყებუჩავა სამსახურიდან Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მოწონების გამო გაათავისუფლეს. ფოტოები ადგილობრივ ოპოზიციონერებს ეკუთვნოდა. 
 ამ ფაქტს ,,თაიმერს'' თავად ზურან ტყებუჩავაც  უდასტურებს.
"სენაკი პატარა რაიონია და აქ ყველა ერთნაეთს იცნობს… ვიღაც მეგობარია, ვიღაც ნათესავი ან ნათესავის მეგობარი. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა და მეგობრობაც გვიწევს…
სხვანაირად აქ ვერ იცხოვრებ… გამგეობის ხელმძღვანელობას ძალიან არ მოეწონა, რომ მე ოპოზიციური პარტიის წევრებს შობა-ახალი წელი მივულოცე… რომ მათ ფოტოებს ,,ვალაიქებდი,, და ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს.
ცოტა ხანში გამანთავისუფლეს კიდევაც. არ ვიცი აუდიტის სამსახური რას ჩამიწერს განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, ჯერ არ მოუციათ დოკუმენტი… მაგრამ ის აბსურდული მიზეზი, რის გამოც რეალურად გამანთავსუფლეს – ჩემთვის ნათელია", – ამბობსტყებუჩავა  "თაიმერთან" საუბარში.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...