დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და აქედან გამომდინარე, ძიება შეწყდა. საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის საჩივარს. ცნობისთვის, ანა წითლიძემ პროკურატურაში შენგელიას წინააღმდეგ განცხადება 2 ივნისს შეიტანა. წითლიძემ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტსა და კომპანია m2- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციულ ნიშნებს შეიცავდა.
“სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმნეტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო”, – აცხადებენ უწყებაში.