მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარმა 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის...

ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარმა 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 მილიონზე მეტი ლარი მიიღო

Published on

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა, მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით მიიღო 16 395 501 ლარი. ამ მონაცემებს შეიცავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა. მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, ხოლო შპს “მშენინვესტი”, რომლის 100%-იან წილს ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა მხოლოდ 2016 წელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევით, ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14 998 590 ლარი შეადგინა.

“მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1 008 798 ლარი მიიღო.

მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები არიან ჭიათურის და ბაღდათის და ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მურმან ტოგონიძესა და “მშენინვესტს” 90 მოგებული ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყავდათ. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...