მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხელბარგის მიმართ ხელისუფლების არაჯანსაღი ინტერესი იზრდება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხელბარგის მიმართ ხელისუფლების არაჯანსაღი ინტერესი იზრდება

Published on

რა ხდება თბილისის აეროპორტში და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე?
რატომ იქცა ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ნორმად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების ხელბარგისადმი განსაკუთრებული ინტერესი,  რა მიზანი აქვს შეფერხებებს , რომელთაც მათ უწესებენ საზღვარზე გადმოსვლისას? 
ჯერ მარტო გუშინ,  ერთი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ასეთ ორ აუხსნელ, უფრო სწორად ახსნად, მაგრამ გაუმართლებელ  ფაქტს, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გაახმაურეს ქართველმა პოლიტიკოსებმა დავით საყვარელიძემ და ზაზა ბიბილაშვილმა. 
 
დავით საყვარელიძე:  დედა საზღვარზე ჰყავთ გაჩერებული, ბიძინას შნირებო, არც დედა იცით, არც არაფერი წმინდა!?
დღეს დედაჩემი დაბრუნდა კიევიდან თბილისში. ნახევარი საათია საზღვარზე ჰყავთ გაჩერებული და ეუბნებიან "ვწყვიტავთ შეგიშვათ თუ არაო!?" 
თქვე ბიძინას შნირებო და პატარა კაცუნებო, არც დედა იცით, არც არაფერი წმინდა!? არაფერი გამომიტანებია ისეთი, რაც ბიძინას ძილს დაუფრთხობს, გეყოთ კაცობდა და ღირსება და ნუ უშლით ნერვებს.''
 
ზაზა ბიბილაშვილი: წუხელ დავბრუნდი თბილისში. საპასპორტო კონტროლზე ნახევარი საათი გამაჩერეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. სანამ ბარგის ასაღებად ჩავედი, წესით, ყველა წასული უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი რეისის ბარგი შეუფერხებიათ: ჩემს ჩემოდანს ეძებდნენ და სათითაოდ ამოწმებდნენ ყველა ჩანთას.
გამოვიდა თუ არა ჩემოდანი, მის გვერდზე შემოსავლების სამსახურის ოფიცერი გამოისახა და მოითხოვა ჩხრეკა. გაჩხრიკეს. მერე ხელბარგიც. ისევ არაფერი. რა ვქნათო, გადაურეკეს ვიღაცას. სკანერზე გაატარეთო. შემიყვანეს რაღაც რკინის კაბინაში… ბოლოს, იმედგაცრუებულებმა გადაიღეს პასპორტის ასლი და გამომიშვეს.
რას ეძებდნენ? უკანონოს ჩემთან ვერაფერს იპოვნიან, აი, ივანიშვილი კი გამოთხრის, რასაც იმსახურებს.
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...