მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგაზაფხულო არდადეგები სკოლებში რეგიონების მიხედვით სხადასხვა დროს გამოცხადდება

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში რეგიონების მიხედვით სხადასხვა დროს გამოცხადდება

Published on

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები მომდევნო წელს შესაძლოა ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა დროს, საკურორტო სეზონების გათალისწინებით გამოცხადდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.„ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობთ ეტაპობრივ არდადეგებზე და თქვენთან წინასწარ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა სკოლებს სხვადასხვა დროს ჰქონდეთ ეს არდადეგები.  იმისთვის, რომ სეზონზე გადაფარვა არ მოხდეს, მაგალითად მაღალი ფასების გამო, ზოგჯერ ვერ მიეკარები ბაკურიანს და გუდაურს. ბევრ ქვეყანაში არდადეგები ასეა. შეიძლება ასე იყოს,  რომ მაგალითად კახეთს ერთ კვირაში ჰქონდეს არდადეგები, იმერეთს – მეორეში, სამეგრელოს -მესამეში და ა.შ. ამის მიზეზი ზუსტად ის არის, რომ ფაქტიურად ყველას ჰქონდეს საშუალება ამ პერიოდში დაისვენოს. ანუ ეს ინიციატივა კურორტების განვითარებისთვისაც კარგია და ჩვენთვის მთავარია, რომ კარგია ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო საგაზაფხულო არდადეგებზე სპორტული ბანაკების დაფინანსებასაც გეგმას, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში  იფუნქცონირებს.„წლების შემდეგ, გაზაფხულის არდადეგები პირველდ ტადება და არის სიახლეები. სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული იყო მოსწავლეთა სპორტულ ბანაკებში მონაწილეობა. იმის გამო, რომ პროექტი ძალიან ფორსირებულად დაიწყო, დასაწყისში გათვლილი გახლავთ მხოლოდ მცირეკონტინგენტიან სკოლებზე. თუმცა შედეგ საპილოტე პროექტი როგორც გვაჩვენებს, ის ყველა სკოლას შეეხება. მთავრობის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს ის დაფინანსება, რომელიც ბავშვევბს ექნებათ“,-განუმარტა დირექტორთა საბჭოს წევრებს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...