მთავარისიახლეებისააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

Published on

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა | თბილისის საქალაქო პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა, სადაც ადვოკატებმა მოსამართლე მზია გარშაულაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ საქმე არ აიცილა. სასამართლო პროცესი დაიხურა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ძებნა კი 3 ადამიანზე გამოცხადდა, მათ შორის ფარცხალაძის გარემოცვის წევრზე ლევან ჩოხელზე
 “ირაკლი მხეიძეს ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციაში და შესაბამისად, არ ახორციელებდა შესაბამის სამართალდარღვევებზე რეაგირებას. ასეულობით პირია ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული, მიმდინარეობს კიდევ გამოძიება”  თქვა პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
 24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს: “53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს, ბრალდებულებს შორის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც არიან”.
 ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2024 წელს იკავებდა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...