არ არის გამორიცხული ,,ლელომ” რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “შუადღის სტუდიაში” განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის დააყენებს კანდიდატებად გაერთიანებული ოპოზიცია.
,, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, როცა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბალანსი პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის, ჩვენ ვთქვით, რომ ვემზადებით 30-ვე ოლქში მაჟორიტარების დასასახელებლად, თუმცა იმ დროს, როდესაც უკვე ოფიციალურად წარდგენის დრო მოვა, ჩვენ შესაძლოა, რამდენიმე ოლქში გავითვალისწინოთ კონკრეტული კანდიდატების ვინაობა, რაობა, შანსები და რამდენიმე ოლქში არ დავასახელოთ ჩვენი კანდიდატები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი შანსები და გავაძლიეროთ ზოგადად ოპოზიციის შანსებიც.
ეს დამოკიდებული იქნება იმ კონფიგურაციასა და კონკრეტულ კანდიდატებზე, კონკრეტულ ოლქში შექმნილ ვითარებაზე.
ჩვენ არც იმის ილუზია გვაქვს, რომ რომ 30-ვე ოლქში გვეყოლება „გამარჯვების კანდიდატი“, ეს შეუძლებელია, არც ერთი პარტიას არ უნდა ჰქონდეს ასეთი ილუზია, თუ მას სუს-ი, კუდ-ი და მილიარდები არ უმაგრებს ზურგს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.- განაცხადა უსუფაშვილმა.