საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს.
ზურაბიშვილი ციხისძირის მონახულებისას ქაჯეთის ციხესაც ესტუმრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა