მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი: ,, მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან გიორგი რურუა, რომელიც...

ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი: ,, მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან გიორგი რურუა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია”

Published on

ევროპარლამენტარმა ანჟეი ჰალიცკიმ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გიორგი რურუას საქმეზე წერილი მისწერა.

ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ მას შეუძლია რურუასთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს.საქართველოს პრაქტიკის თანახმად, მსგავს დანაშაულებში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად, უმეტესად, გირაო შეეფარდებათ, რურუას შემთხვევაში კი ასე არ მოხდა – ნათქვამია წერილში.

“როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმე საქართველს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გერმანიის ელჩების შუამავლობით გაფორმდა. ევროკავშირი აცხადებდა, რომ “შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი და ცხადი სიგნალი ორივე პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობისთვის და ასახავდა მათ სურვილს, შეემცირებინათ არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.

თუმცა, მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც შეთანხმების შესრულებისთვის გადაიდგა, გიორგი რურუა, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საქმეებზე, რომელიც მისთვის წარდგენილ ბრალს არ უკავშირდება და ეს კამპანია მთავრობის და მმართველი გუნდის წევრებმა დაიწყეს.

როგორც გადამწყვეტი მომენტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, რაც ასევე არის 8 მარტის შეთანხმების საგანი, მე და ევროპარლამენტში საქართველოს სხვა მეგობრები იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი სრულად შესრულება გზას გაუხსნის პოლარიზაციის შემოტრიალებას და ქვეყანაში ცივილიზებული კამპანიის ჩატარებას.

მთავრობა აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიცია კი საპირისპიროს აგრძელებს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ დაძაბულობის შემცირება ქვეყნის ინტერესია. ზედმეტია შეხსენება, რომ გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოს სასამართლოს და პროკურატურის დისკრეციაა. თუმცა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ბევრმა დამკვირვებელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს პრაქტიკას, ისეთ დანაშაულებზე, რაზეც რურუას ედავებიან, ძირითად შემთხვევებში აღკვეთის ღონისძიებად გირაო დააწესოს.

როგორც ვიცი, პროკურატურამ მოწმეების გამოკითხვა, პრაქტიკულად, დაასრულა. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ, თქვენთვის კანონით მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში გაითვალისწინოთ რურუასთვის არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების საკითხი. ეს უეჭველად შეიტანდა წვლილს 8 მარტის შეთანხმების შესრულების საქმეში და ხელს შეუწყობდა საქართველოს, ჩაეტარებინა ნაკლებად პოლარიზებული და ცივილიზებული საარჩევნო კამპანია”, – წერს ჰალიცკი

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...