მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია: ,,მე პირადად მივესალმები არჩევნების წინ კი არა, უკან გადმოწევას''

რომან კაკულია: ,,მე პირადად მივესალმები არჩევნების წინ კი არა, უკან გადმოწევას”

Published on

ქართული ოცნების წევრის, რომან კაკულიას თქმით, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არჩევნების გადადებას მხარს არ დაუჭერს. 

მისივე თქმით, არჩევნების გადავადება ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას არ აწყობს, რადგან ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, რომელთა მიმართ საზოგადოების აზრის დროულად გამოხატვაა აუცილებელი. 

“თუ გადადებაზე და არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ისეთი საკითხებია უკვე დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა, საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს. ეს არის ძალიან მალე გასაკეთებელი, ამიტომ არჩევნების გადაწევას იქით კი არა, მივესალმებოდი აქეთ”,- ამბობს რომან კაკულია.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...