მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ - თურქეთში...

თურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ – თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

Published on

თურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ. კერძოდ, პირველი ივლისიდან მოიხსნება შეღავათი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში იყვნენ არალეგალურად. ამ განცხადებას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ პირველი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას დაჯარიმდებიან”, — წერია საელჩოს განცხადებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საქლჩო ავრცელებს ცხელ ხაზის ნომრებს: 1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80 2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00 3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...