მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა'' -...

,, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე

Published on

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

“კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას გამონათქვამების შემდეგ, რომელიც “რუსთავი2”-ის ეთერში პუტინის მისამართით გაკეთდა, საქართველოს ხელისუფლებას მართებდა გაბუნიას უსაფრთხოების დაცვა.

„ ის ფაქტი, რომ ჩვენ არამხოლოდ ხელისუფლება გვიტევს, არამედ გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი, გასაკვირი არ არის.ეს „რუსთავი2“-ში დაიწყო, როდესაც ჩვენ დაგვგმო, რუსეთის დუმამ, ორივე პალატამ, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ბოროტების მთავარმა სიმბოლომ. მართალი გითხრათ, ეს პატივიც არის და ამავე დროს დიდი საშიშროებაც, რასაც ჩვენ იმთავითვე ვაცნობიერებდით. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში, მართალია კორექტურობისგან შორს იყო, მაგრამს სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში-არა ფორმით არამედ, შინაარსით. გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა, მაშინდელ „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ. გახსოვთ, ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკისშემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას უშიშროების, პირადი უსაფრთხოების დაცვა“ , – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან „დამგმობი განცხადებები“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...