მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ჭიჭინაძე „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

დავით ჭიჭინაძე „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს

Published on

,,რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა, მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან”- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ტვ პირველის ეთერში, ოპოზიციის ქმედებებს და „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს.

„ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს – ძალა, ვისთანაც ყველაზე კომფორტში იქნება.

ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ ყველა ფინანსური კოპანია, რომლებიც „ევროპულ საქართველოსთან“ არის დაკავშირებული, ისევე წარმატებით მუშაობს დღეს, როგორც თავის დროზე.

ეს ეხება როგორც მერიის ტენდერებს, მათ ასევე მთელი საქათველოს მაშტაბით აქვთ ბიზნესები შენარჩუნებული. როგორც ჩანს, წარსულიდან გამომდინარე ისე კარგად აქვთ კუდები გადაბმული, მხოლოდ წილები შეცვალეს.

ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილსაც სწორედ „ევროპული საქართველო“ „ეიმედებოდა“ და ეს არც არასოდეს დაუმალავს.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...