მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის წინადადებამ ერთიანი სიის შედგენის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილს ორპოლუსიანობის შიში...

მიხეილ სააკაშვილის წინადადებამ ერთიანი სიის შედგენის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილს ორპოლუსიანობის შიში აღუძრა

Published on

ორი დღეა ოპოზიციური პარტიების ლიდერები აფასებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის შესახებ. სააკაშვილი თვლის, რომ ერთიანი სიის შედგენა “ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა იქნება.”, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის შესახებ, მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება.

“მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას.

შექმნილ ვითარებაში საერთო სია იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად – თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად”, – თქვა მან.

ინიციატივას არ იზიარებს “ლელოც” – გრიგოლ გეგელიას თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა გამოსავალია, რასაც მისი პარტია არ ეთანხმება.

,,თუ გვინდა ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ბიძინა ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს, რასაც თამაშობდა, რომ იქით ნაციონალური მოძრაობაა აქეთ ქართული ოცნება და მხოლოდ ამ ორს შორისაა არჩევანი. – ასეთია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თავლსაზრისი ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ.

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შექმნის წინანადებას პარტია არ განიხილავს, რადგან ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ივანიშვილის ინტერესებშია

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ ერთიანი სიის შექმნა კოალიციური ხედვის გამტკიცებას ემსახურება. სალომე სამადაშვილის თქმით, მას არ ესმის ეს ინიციატივა ორპოლუსიანობას ხელს როგორ შეუწყობს. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მარტო ერთ პარტიას გაუჭირდება დაამარცხოს ივანიშვილის ქართული ოცნება არჩევნებზე. როდესაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი იმაზე, რომ არჩევნების წინ შექმნას ერთიანი სია, ეს კიდევ ერთხელ არის მხოლოდ განმტკიცება ამ კოალიციური ხედვის არჩევნებამდე. მე ეს იდეა ასე მესმის და არ მესმის, ორპოლუსიანობას ეს როგორ შეუწყობს ხელს. თუ რომელიღაც პარტიას მიაჩნია, რომ ამითი ის თავის პარტიულ იდეებს იმდენად დააზიანებს, რომ ვერ შეიტანს საკმარის წვლილს საერთო ამოცანაში, რაც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...